ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

გორიდან 

მე არ მეცალა. გორში დავრჩი სულ ერთი ღამე -
როგორც კი ლიახვს მოედინა დილის ნიავი,
გზა ტირძნისისკენ... ვრცელი ველი ტირიფონისა.
სამხრეთ ოსეთის საზღვართან ვარ. - აჰა, ტყვიავი.
მაშასადამე, ბიჯი ერთი და საზღვარგარეთ!
საითკენაც გსურს, რომ გინდოდეს, წავლენ სიონი,
მაგრამ რა კარგი სანახავი იშლება არე -
სულ ახლო არის თეთრი მთები კავკასიონის.
მთები, რომელზეც, ლეგენდების თქმით, რა ხანია
მუდმივ თოვლი და მიჯაჭვული ამირანია.

1927

??????