ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

გახსოვს? რა დრო იყო ის დრო! 

მტკვარი ამღვრეული ფიქრს რომ მიახვია
და წამს გაინაბა, იგი - ლიახვია...
მას ვერ მოასვენებს კლდეთა არტახები,
მათზე დანგრეული ციხის ჩარდახები.
მისი ადიდება შიგნით, გარეთაცა
ახლო ნაპირიდან სანთლებს წარეტაცა.
გახსოვს? რა დრო იყო ის დრო... ო, მანანა, -
მე რომ აღტაცება იგი დამანანა.
ისევ შეხვედრაზე - ჩვენი ფიქრს უნდება -
ის დრო დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდება?

1927

??????