ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ისევ ოცნება და სიყვარული 

დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს.
მიყვარდა, როგორც დიკკენსის გმირებს,

ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება,
რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება.

მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა,
ვნების ისრებმა დაცხრილეს გული.

ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა,
იყავ ოცნება და სიყვარული.

1927

??????