ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მთაწმინდის იქით 

მთაწმინდის იქით დასისხლულმა მზემ ბინა ჰპოვა.
არ არის შველა. ბნელი ჩრდილები
მრავლდება, როგორც სიბნელეში დინგების გროვა
შავი და ჩუმი დღის ყვავილები.
თვითონ მსოფლიოს მწუხარება აქ შედარებით
მხოლოდ ლანდი და მხოლოდ ჩრდილია,
მოშხამულ სინდისს ეფარება მკვლელ ნეტარებით
მსუბუქი ოხვრა და იდილია.

1925

??????