თუ ბრძოლა არ არის
თუ ბრძოლა არ არის... ამაოებით,
მათ ენატრებათ ისევე ძველი
ფანტასტიური საღამოები...
„ვიგონებ... ველი“.
მრავალ სახეზე არის ობლობა,
მრავალს აშფოთებს რაღაც მონობა:
როგორ შევიძლოთ უღვთისმშობლობა?
ვით ავიტანოთ უმადონობა?
გაჰქრა ზმანება, გაჰქრა ფერია,
ნუ თუ ბოდლერიც არაფერია?
შელლიც ჰიუგოს დაეგვანება?
მიუსსე? ვერლენ? ღმერთი? კაინი?
აჰა, ქალაქთა გვიანი ნებით
ბურუსებში სჩანს აინშტაინი.
1925