ქალავ!
გულო, ოცნებას მალავ! ცაო, ლურჯდება ზოლი! ვაჟი: - დაიცა, ქალავ! ქალი: - დაგიბრმა თოლი! შორით ბრუნდება წყალი, ნისლი იცრება მთაში. - არა! - ჩურჩულებს ქალი. - კარგი! - ამშვიდებს ვაჟი. გულო, ოცნებას მალავ, ცაო, ლურჯდება ზოლი. ისევ: - დაიცა, ქალავ! ისევ: - დაგიბრმა თოლი!
1924
|