ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * იყო ვექილი ფრიად მართალი... 

იყო ვექილი ფრიად მართალი,
ისეთი, ქვეყნად რომ არ ფასდება.
უყვარდა სიტყვის სალტო-მარტალი
და სიტყვიერად გაფანტასტება.

ეცვა ბრჭყვიალა ფარჩა-ფართალი,
თუ „საქმეს“ ხედავს, ერთი ასდება,
თუ ფული არის - არის სარდალი,
თუ აღარ არის - ის განაზდება.

ასეთი კარგი და ხელოვანი,
ცხვირი ენ ფაცე, ფეხი - პროფილი,
მიცვალებული სახელოვანი
წევს ბალდახინზე გამოწყობილი.

1924

??????