ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

უკანასკნელი დეპეშა 

დეპეშას მოაქვს ცნობა მისი გარდაცვალების.
გადაშლილ გაზეთს გრძნობს პირველი შთაბეჭდილება.
რედაქციაში სიცივეა. „გარდაიცვალა!“
ეს მეტის მეტად უეცარი იყო ამბავი -
წინათგრძნობათა წინანდელი დენით ჩვენ იგი
ჯერ ისევ ციხე და სიმაგრე გვეგონა მძლავრი.
და ასე უცებ... ვით უეცრად შემკრთალი ღამე,
შავი არშიით მოხაზული მისი სახელი!

დიდი ხანია განა, რაც იმ კორიანტელში
დაეცა რიგი პოეტების გამოჩენილი?
მშფოთარე სული ნანგრევებმა მოიყოლია,
ქარსა და გრიგალს გადაურჩა ძალიან ცოტა;
მაგრამ მაშინ ხომ არ მოსჩანდა ქვეყნად არარა
ძლიერი ცეცხლის, კონონადის და სისხლის მეტი?
ის მაშინაც ჩნდა. აწ შორიდან ვემშვიდობებით
ბარიკადების უკანასკნელ მსხვერპლს და მეგობარს.

1924

??????