* * * წინანდალელი ნათელა ...
წინანდალელი ნათელა ულამაზესი ქალია. ო, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხე და გალია. მთელი საღამო შევჯერდი: რა არის ქალის სინაზე, მაგრამ უეცრად შევჩერდი მშვენიერ თინათინაზე. ბრწყინავდა საარაკო ცა, - მთვარე დაბრუნდა ბინაზე, როს შუქმა ღრუბელს აკოცა, ყველა ქალების ჯინაზე.
1922
|