ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * დიდის ჭრიჭინით... 

დიდის ჭრიჭინით, მაგრამ მაინც მიდის ურემი,
დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც ტრიალებს ღერძი...
ღვნეშით, ოფლის ღვრით მიიწევენ აპეურები
მხარეს, სად როსმე ფაზი იყო და ოქროს ვერძი..

დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიაქვს გაზეთი,
ძლივს მობოგინე, მაგრამ მაინც იმერეთია.
აწ კვახჯირია, პატრიკეთი და უკანეთი -
მხარე, სად როსმე მშვენიერი იდგა მედეა!

აქ პოეზია შენი და ჩემი...
რას გაიხარებს ამ ჭაობში სისხლის ლერწი,
დიდის ჭრიჭინით, მაგრამ მაინც მიდის ურემი -
დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც ტრიალებს ღერძი.

1920

??????