ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

შენ და შემოდგომა 

არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა;
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის,
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს.
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესი
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი;
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.

1920

??????