ჭილაძე თამაზ
გაზიარება

თუმცა ისევ ძგერს.. 

თუმცა ისევ ძგერს, მაგრამ მკერდში აღარ ეტევა
გული _
ამქვეყნად აღარაფრის რომ აღარ სჯერა
და ჰგავს წინასწარ განწირული რაზმის შეტევას
მისი ამაო გაბრძოლება, იმედი, რწმენა.

გაქცევას ცდილობს _
ვინ ეძახის, ვისი აჩრდილი,
ან ვინ უღვიძებს მინავლებულ ცეცხლსა თუ ვნებას?
ვით მეომარი, ვერაგულად ზურგში დაჭრილი,
გაწბილებული,
ნირწამხდარი,
ღიმილით კვდება...

??????