* * * გაგონდება თუ არა...
გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა - უცხო სამოთხეები? კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები? თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები? მივდიოდით მხარდამხარ და დრო გვეუარესა, აწ არ ვიცი სადა ხარ და რომელსა მხარესა.
1918
|