ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს 

რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს,
ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი.
მას სამოსელი ბრწყინვალების და გამარჯვების
მოაქვს მებრძოლი პოეტისათვის.
დასცხრით, ტალღებო, მზე ამოდის აღმოსავლეთით;
მზე მოდის არა ერთი და ორი...
დამშვიდდით, როგორც მე ვარ მშვიდი ამ მოლოდინში.

1918

??????