„ხვალემ იზრუნოს ხვალისა“
ხვალემ იზრუნოს ხვალისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა! ღვინომ მიიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა!
არც ვწუხვარ, არც მერიდება მიმავალ-მომავალისა; წყალმა წაიღოს „დიდება“, ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
გულმა მიიღოს გულისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა. ღვინომ მიიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა!
1916
|