ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ძველი მოტივით 

თქვენი სასახლის ძველი მოტივით
გული მისცურავს წყალზე მოტივეთ,
იქ ლურჯ კუნძულებს დაენახვება
ხან სიზმარივით, ხან ნაფოტივით.
და გარს ყოველი არის მწუხარე,
რომ იისფერ გზას არ გადუხარე
ძველი ხალები და მაგიდები,
აალებული ძველი ბუხარი.
გარეთ თოვს, ცანო, მიწას დაჰხარით.
ჭაღარით, მხრებზე გადანახარით,
შორით შორს, გზანი იშურებიან
უდაბურებით და ზენა ქარით.
მესმის თქვენი ხმა. ბინა დაღონდა,
მოსამსახურეს ვაზა დაჰქონდა,
სად გნახეთ? როდის? რაა ეს გრძნობა?
ვიგონებ, მაგრამ არ მომაგონდა.

1916

??????