ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

იერი 

იყო დილა მშვენიერი,
დილა ფერადი,
მაგრამ უცებ წამოვიდა
ცაიერადი.
ასე იყო შენი დილაც
ბედისწერამდი,
სანამ ყოფნის არ დაგკრავდა
ცაიერადი.
რომ იჭექა, გზა დაჰყრუვდა
სერით სერამდი,
და მაისის წამოვიდა
ცაიერადი.
ეჰ, წამოდი, ჩემო წვიმავ,
მგონი, მეღირსა,
მოთმინებით მეგრძნო რისხვა
შენი მეხისა -
რომ შენს ელვას შეუერთდეს
ლურჯა მერანი,
ცაიერადს ჩემი ჩანგის,
ცაიერადი.
იყოს ქროლა მარადისი,
მაგრამ ვერრათი
ვერ დააცხროს დროთა ჩვენთა
ცაიერადი.

1915

??????