გურამ სხირტლაძის ხსოვნას
შენ აქ ხარ. ისიც, ვინც აქ არ არი.
ისიც, არასდროს ვინც არ ყოფილა...
უდაბნო მშვიდი და ნაქარალი
და გზაზე, ღრუბლის ჩრდილი ფოფინა
რომ გადაივლის, შენი დარდია,
ის არ ჩაუვლის თვალწინ არავის
და სინამდვილეს, რაც აბადია
ეს დროა _ თავისთავის მპარავი...
ვიდრემდე ცოცხლობ ეს დრო შენახარ
და ყოველივე გიკვირს თავიდან
და იმ შეგრძნების გიყვარს შენახვა_
უთქმელობაში რომ გადავიდა.