ერთ სიტყვაში...
/ოქტომბრის მეორე ეპისტოლე/
...ჩვენც ავყევით, რადგან სისხლში_
ოქტომბრის მზემ გაიდგა ფესვი
და მოგვანატრა ერთმანეთი
და შეგვიძღვა ერთმანეთში და ერთ სიტყვაში, -
უწყვეტელ დროში
და გვაუღლა იმ დღესთან ერთად,
თითქოს რომ იყო,
თითქოს რომ არის...
შენ ხარ ჩემი _ შინ,
არ მეშინია,
გაშინაურდა, მგონი, სულეთი
და ვეღარ ვარჩევ მე რომელი ვარ,
ის აჩრდილი თუ
ეს სილუეტი...
მოგეფერები,
მიწა მიწას რომ ეფერება -
სულაც არ არის ჩემთვის სულ ერთი,
რომ მიყვარს, შენი სიახლოვეა,
შენს ხსენებაზე მოვსულიერდი.