მე ვიგონებდი სიყმაწვილის დროს
და ცას, ზურმუხტისფრად მოკამკამეს,
რაღაც სხვა გრძნობით ღელავდა მკერდი
და გამოუცნობ ფიქრებით ვსწერდი
ჩემს „მესაფლავეს“, ჩემს „მე და ღამეს“.
შენ გაიგონე? საქართველოში
როცა მღერიან უცნაურ ძალით,
თასი სავსეა გესლით და შხამით..
რომ გაგეგონა - ვიტყოდი რამეს.
1910