ძერა (მთარგმნელი წურწუმია სერგო)
გაუთავებლად წრეებს რომ ხაზავს,
მდელოთა ზედა წრიალებს ძერა
და უკაცრიელ სათიბებს ზვერავს, _
ქოხში შვილს დედა უმღერის ნაზად:
"ჰა პური, აგერ, ჰა ძუძუ, წოვე,
იზარდე, დაცხრი, შენი გზა ჰპოვე."
წლები მიდიან, თუ ომი ჩემობს,
თუ ამბოხებში სოფლები იწვის,
შენ ისევ ის ხარ, ქვეყანავ ჩემო,
პატრონი ძველი, ნაგვემი მიწის.
როდემდე დედის მწუხარე მღერა?
როდემდე უნდა მძლავრობდეს ძერა?
22 მარტი 1916.