ბლოკი ალექსანდრ
გაზიარება

რა საჭიროა (მთარგმნელი ალხაზიშვილი გივი) 

რა საჭიროა გემები, დაღლა,
კონცხი სიბნელემ წაშალა დღესაც,
მოცისფრო თოვლის ქსოვილზე ახლაც
პირობით ნიშანს ვკითხულობ შენსას.

ქარბუქში ისევ ისმის შენი ხმა,
სცვივათ ვარსკვლავებს ფერფლი ყინულის,
ღამით ნავები ბინდმა შენიღბა
და აღარაა ჩემთვის ხილული.

ჩემი ხვედრია, სხვას არას ვეძებ,
თოვლში და სუსხში უნდა ვიწვალო,
რომ სანაპიროს თოვლიან ველზე
ამ ქარიშხალში გარდავიცვალო.

რადგან არ მესმის ცოცხალი ბინდის,
მე რომ წამართვა შენი სხეული,
თოვლის სიზმარში ცხოვრება მიდის,
რომელშიც შენ ხარ გამომწყვდეული.

??????