ბლოკი ალექსანდრ
გაზიარება

*** სამწირველოში თუმც დროებით ვარ მიმალული.... (მთარგმნელი ალხაზიშვილი გივი) 

ნ.გუნს
სამწირველოში თუმც დროებით ვარ მიმალული,
მაგრამ მეზრდება ფრთები თანდათან,
დრო მოვა, სხეულს დაივიწყებს ფიქრი ფარული,
მოულოდნელად გამოჩნდება სივრცე ქარქათა.

ვით ბედნიერი დღე შეხვედრის _ ცაა ნათელი,
გამჭვირვალეა მიუღწეველ სივრცის ნათება,
ხმას დამატკბობელს გაიგონებ და ჟრუანტელი
შემოგენთება, ბაგეები აგიყვავდება.

ვერ მოვასწარით წამოფრენა, რომ გზა დასრულდა,
ცეცხლი მოედო ფარს უმძიმესს და აბრიალდა,
დე, ბედისწერის უეცარი ნება აღსრულდეს
და მარტოდმარტო ჩაიფერფლოს გულში მთლიანად.

ისევ შევხვდებით, დამიფარავს ფარი ახალი,
არ მოიგონებს გული ჩემი ბებერ იარებს,
ხმას დამატკბობელს გაიგონებ და გამახარებ
და ჩემს სიყვარულს მარადიულს გაიზიარებ.

დრო მოვა, როცა გაზაფხული ზამთარს განდევნის,
მოულოდნელად გამოჩნდება სივრცე ქათქათა,
სამწირველოში ვიმალები, როგორც სანთელი,
მაგრამ მეზრდება უძლეველი ფრთები თანდათან.

??????