*** მოედანს, ქვაფენილს, ფარანს და აფთიაქს (მთარგმნელი წურწუმია სერგო)
მოედანს, ქვაფენილს, ფარანს და აფთიაქს
ანათებს უაზრო და მკრთალი ნათელი,
სიცოცხლეს ამდაგვარს სიცოცხლე არ ჰქვია,
თუგინდა გაძელი კვლავ ერთი ამდენი.
დრო წავა და ისევ ყველაფერს თავიდან,
ყველაფერს თავიდან ცხოვრება მოიტანს...
არხებში მდინარის ციმციმებს ჭავლი და
კვლავ შუქი ეცემა ქუჩას და მოედანს..