რილკე რაინერ მარია
გაზიარება

ივდითის დაბრუნება (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო) 

ჯერაც შავია სინოტივე, მძინარევ, და თან 
მერყევი, როგორც შეხება. 
ნამი! - ითხოვს ჩემი ფეხები. 
მე ვარ ივდითი, მთვრალი და ავი, საწოლი მისი, 
მისი კარავი, მოჭრილი თავი. 
და ის სამგზის მთვრალი სისხლით, განა ინით, 
თრიაქით ან ღვინით და ჩემით მთვრალი, 
ფრთხილობს, ვით ნამი. 
მოკვეთილი თავი, ქილა ბალახში, დილა - ბადახში 
განახლებული, ნაბიჯი ფრთხილი და მე მჩატე და 
ამაღლებული.

მიწიერებაში თუ ბიწიერებაში გამქრალი 
სურათები, რატომ უნათებენ ან ამუნათებენ 
დაბინდულ გონებას? ღამეულ ქმედების არ მსურს 
მოგონებაც. 
თუმც, შიშით მოიხმობა ყველა ნეტარება ერთად, 
რადგან სიყვარული, რომელიც მე ვარ, საკუთარ 
თავში მოიცავს ყველა ნეტარს და შეშლილს და 
ყველაფერი თავის ადგილს პოულობს ჩემში. 
ოჰ, გულო ჩემო, სისხლად რომ ხარ დანადინები, 
იძგერე კვლავაც წინააღმდეგ, ვით მე ვვლი მარად 
და აჟღურტულე გულიცემა იმ ჩიტის დარად, 
რომელიც მალე იდუმალ ამბავს ახარებს ქალაქს.

??????