რილკე რაინერ მარია
გაზიარება

მარტოობა (მთარგმნელი ინგოროყვა ნატო) 

მარტოობა როგორი წვიმამორეულია! 
ებრძვის ზღვის საღამოებს, თითქოს ორეულია 
სივრცეების, რომელიც ასე შორეულია, 
მიდის ცად, რაც სავსეა მარტოობის თავაზით 
და ზეციდან გადმოდის მხოლოდ თავის ქალაქზე. 

როცა წვიმის ეშვები ჟამის მრუდში ეშვება, 
როცა დილას მოუხმობს მოსახვევთა ტორები, 
როცა გაწბილებულნი, რომ ვერ პოვეს ვერც შვება, 
სხეულები ერთმანეთს უნდოდ მიატოვებენ 
და თუმც ერთიმეორის ნახვას არ ინდომებენ, 
მაინც ერთად წვებიან, როცა მიეძინებათ: 

და შემდეგ მარტოობა ჩუმად მიედინება.

??????