შემოდგომა (მთარგმნელი კოტეტიშვილი ვახუშტი)
ფოთლები ცვივა, თითქოს შორით მომწყდარან იმედს.
თითქოს ჭკნებიან შორეული ზეცის ბაღები.
ცვივიან ცივად, უგუნებოდ და ხელაღებით.
და ვარსკვლავთაგან ღამეული ზეცის თაღებით
სიმარტოვეში დედამიწაც ეშვება მძიმედ.
ყველანი ვცვივით. ხელიც, როგორც ფოთოლი ხმელი
ვარდება. ხედავ? – საერთოა ცვენა და ბარდნა.
მაგრამ არსებობს ერთადერთი, ვინც ყოველ ვარდნას
უკიდურესად ნაზად იჭერს თავისი ხელით.