*** "ხანგრძლივი მზერით მთლად დათენთილმა" (მთარგმნელი ხომერიკი ბესო)
ხანგრძლივი მზერით მთლად დათენთილმა,
თავად ვისწავლე, როგორ გაწვალო.
უფლისგან შენი ნეკნით შექმნილმა,
ვით შევძლო თავი არ შეგაყვარო?
და ვყოფილიყავ, მერგო ანდერძად,
რომ ბედისწერის ვიყო მძევალი.
მე კი ვერ შევძელ დარჩენა ბერწად,
ვარ უტკბილესი შენი მხევალი.
მაგრამ როდესაც ჩუმად გავწვები
შენს ნანატრ მკერდზე სულგანაბული,
მესმის, თუ როგორ ზეიმობს ბრძენი,
ჩემი ცხოვრების მზე - შენი გული.