ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "შავი პირბადით დავმალავ მზერას" (მთარგმნელი ხომერიკი ბესო) 

შავი პირბადით დავმალავ მზერას
"რად ხარ მითხარი,ფერმკრთალი ასე?"
-მიტომ რომ, მე მას, რამდენი დღეა
ჩემს სევდას მწარეს, თასებით ვასმევ

რა დამავიწყებს, როცა ბარბაცით,
გავიდა გარეთ, შეშლილი სახით..
გამოვეკიდე, წასვლას არ ვაცლი,
ქუჩამდე ვსდიე, სირბილით სწრაფით

ვყვირი"გეხუმრე, მომეცი ვადა"
"მოვკვდებ ვიცი, თუკი შენ წახვალ
მან გამიღიმა შემზარავად და
თქვა"შედი სახლში? ქარში ნუ დგახარ"

??????