ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "მოხატული და ორმაგი" (მთარგმნელი გულეური ვასილ) 

მოხატული და ორმაგი 
ტყავის ქამრით მირტყა ქმარმა. 
მე სარკმელთან შენ გელოდი, 
არ ჩამიქრო ცეცხლი ალმა. 

შეინათლა. სამჭედლოსთან 
აიწელა კვამლის სვეტი. 
ოჰ, ვერ შესძელ ჩემთან ყოფნა, 
ტყვე სევდისთვის გამიმეტე. 

სატანჯველი შევიხვედრე, 
მე შენს გამო ცრემლი ვღვარე.


იქნებ გიყვარს ქერა ქალი, 
ან წითური შეიყვარე? 

კვნესა როგორ შევიკავო 
გული თვრება კაეშანით, 
ხელუხლები ლოგინი კი 
მზის სხივებმა გაიშალეს.

??????