ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "მოვედი" (მთარგმნელი ჯიქია ეკა) 

მოვედი აქ, მე, უსაქმურა,
სულერთია, მოვიწყენ სად!
შემაღლებულზე ჩათვლემს წისქვილი,
თუგინდ საუკუნე იყუჩე აქ.

აბრეშუმასთან, გამხმართან, დაფრინავს
_ ის ალბათ ფუტკარია;
ტბასთან ვდგავარ, სირინოზს ვეძახი,
ის სირინოზი მკვდარია.

ჟანგისფერი ყლარტი ედება,
დამარჩხდა განიერი ტბა,
მთრთოლავ ვერხვებში მაღლიდან
მთვარემ მსუბუქმა გამოაბრწყინა.

ყველაფერი თითქო ახალია,
ნოტიო სუნი აქვთ ალვებს.
ჩუმად, ჩუმად ვარ მზად, რახანია,
მიწავ, კვლავ შენად გავხდე.

??????