ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "მე იშვიათად გიგონებ ახლა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

მე იშვიათად გიგონებ ახლა,
შენს ბედს არა ვჭვრეტ, როგორც მისანი,
იმ უმნიშვნელო შეხვედრამ შენთან 
გულს დააჩნია მაინც ნიშანი.

განგებ გვერდს ვუვლი შენს წითელ სახლს და 
მღვრიე მდინარეც თავისთვის ღელავს,
მზით გაჯერებულ სიმშვიდეს მაინც
მწარედ გიშფოთებ _ ვიცი და მჯერა.

შენ არ ხარ კაცი, ვისაც ვუყვარდი,
სწვავდა სურვილი ჩემი შეხების,
არც ის კაცი ხარ, ვინც ჩემი ტანჯვა
მოავარაყა ოქროს ლექსებით,

მაგრამ მომავლის ანარეკლს ვხედავ,
როს ცისფერ სამოსს საღამო იცვამს
და ხელმეორე ჩვენი შეხვედრის
გარდუვალობას მე გული მითქვამს.

??????