ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "ახალმთვარობის ღამეს დამტოვა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

ახალმთვარობის ღამეს დამტოვა,
ერთადერთი რამ წასვლისას მკითხა:
როგორ ვიცეკვებ აწი ბაგირზე,
ანდა უმისოდ თუ გავძლებ დიდხანს.

მე ვუპასუხე, ვით ძმას საყვარელს,
მშვიდად, გარეშე ცრემლის ღვარღვარის,
რომ დანაკარგს ვერ შემიმსუბუქებს
ოთხი ლაბადა ახალთახალი.

სახიფათოა ჩემი გზა, მაგრამ
უფრო საშიში სევდის გზა არის,
მხიარულ ჰანგებს ორკესტრი უკრავს
და იღიმება ბაგე მრავალი.

პრიალებს ჩემი ფეხსაცმელები, 
ბრდღვიალებს ჩემი ჩინური ქოლგა,
გულმა კი იცის, გულმა კი იცის -
ცარიელია მეხუთე ლოჟა.

??????