*** "მეალერსება აპრილი ნაზად" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
მეალერსება აპრილი ნაზად,
საღამო რძისფერ ნისლში ეხვევა,
თუმცა მრავალი წლით დაგაგვიანდა,
მე მიხარია შენთან შეხვედრა.
მაგრამ არაა იქნება გვიანი _
შენმა თვალებმა სულ სხვა რამ მამცნეს.….
აჰა, რვეული ცისფერყდიანი
ჩემი ბავშვური ლექსებით სავსე.
მაპატიე, რომ დარდი მათრობდა,
არ შევხაროდი ნათებას მზისას,
მაპატიე, რომ ძალიან ხშირად
შენად ვიღებდი სიყვარულს სხვისას.