ბოლო შეხვედრის ოდა (მთარგმნელი კოპალიანი ანი)
უსასო იყო გულის ფართხალი,
თუმცა მუხლები არ მომეკვეთა,
უცებ მარცხენა ხელის თათმანი
ვნახე: მარჯვენა ხელზე მეკეთა. .
მივხვდი, რომ წყებას საფეხურების
ვეღარ ავივლი, ისე დაგრძელდა.
და შემოდგომის ნაზმა ხურვებამ
ჩურჩულით მთხოვა: აღვსრულდეთ ერთად,
განწირული ვარ! სიცრუედ მექცა
იღბალი ჩემი, ბრუნდი და მრუდე.
და მე მივუგე: ,,ძვირფასო, მეც ვარ
გაწბილებული. ერთად აღვსრულდეთ!”
ეს არის ბოლო შეხვედრის ოდა.
ჩაძინებულ სახლს შევავლე თვალი:
საძინებელში ბჟუტავდა ოდენ
სანთლების ჭროღა, გულგრილი ალი.