ახმატოვა ანა
გაზიარება

ელდა (მთარგმნელი კოპალიანი ანი) 

I
თვალს მჭრიდა ჭაღის სინათლე მკვეთრი
და მისი მზერის შუქი, უჩვევი,
და მოვასწარი ფიქრის ნაწყვეტი:
“ამას იოლად ვერ გადვურჩები”

თავი დავხარე,: “ის ჩემსკენ მოდის”,
სახე მომსკდარმა
სისხლმა ალაკრა
და სიყვარული, ვით მძიმე ლოდი,
ჩემი ცხოვრების საფლავს დააკრეს.

II
არ შეგიყვარდი, სულ არ გინდები?
ო, ლამაზი ხარ, წყეულო, უღვთოდ,
მე კი აქედან ვერ გავფრინდები,
მე ბავშვობაში დამტოვეს უფრთოდ.

თვალთ დამიბნელდა, ვერავის ვიტან,
სახეთ და საგნებს ვამგვანებ აჩრდილს
და ვარჩევ მხოლოდ ალისფერ ტიტას,
შენ ღილკილოში თამამად გაჩრილს.

III
როგორც ყოველი რიგითი მამრი,
მომიახლოვდა, რიმილი მტყორცნა,
ალერსნარევი, უგულო სალმის
ხელს შეატოვა მსუბუქი კოცნა.
და ძველთუძველეს იდუმალ ვნებით
შემომანათეს მისმა თვალებმა.
ათი წლის თმენის და მძვინვარების
ყველა უძილო ღამის წვალება
მე ერთ სიტყვაში ჩავტიე, წყნარად,
და ჩემმა სიტყვამ ბედს ვერ აჯობა.
შენ წადი და სულს სულს კვლავ შეეპარა
ქანცგაწყვედა და უილაჯობა.

??????