ახმატოვა ანა
გაზიარება

თქვა, რომ მის თვალში მეტოქე არ მყავს (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

თქვა, რომ მის თვალში მეტოქე არ მყავს,
რომ მიწიერი კი არ ვარ ქალი, 
არამედ დილის მზის სხივი ვარ და 
ლაღი სიმღერა მშობლიურ მხარის.

როცა მოვკვდები, კი არ იგლოვებს,
მკვდრეთით აღდგომას არ მთხოვს უმწეოდ,
არამედ იგრძნობს: არ ეცხოვრება
სულს უსიმღეროდ, სხეულს _ უმზეოდ.

…...… ახლა კი რაღა?

??????