ჯვარცმა (მთარგმნელი ჯიქია ეკა)
«ნუ მსტირ მე, დედაო,
მხილველი საფლავსა შინა ძისა...»
ანგელოზებმა დიდებული აქეს ჟამი,
ცეცხლში გახვეულან ცანი;
მამას ხმობს: «რაისთვის დამიტევე!»
დედას: «ჰოი, ნუ მსტირ მე»...
მაგდალინელი იღვრებოდა ცრემლად,
მოწაფე საყვარელი ქვავდებოდა ნელა;
იქით კი, სადაც მდუმარებდა დედა,
გახედვაც კი ვერვინ ვერ გაბედა.