* * * ყვავილთ სული მოგიპარავს...
ყვავილთ სული მოგიპარავს,
ზღვისგან - გულის მღელვარება
ნიავისგან - სიხალისე,
ციდან - თვალთა ელვარება,
თოვლისათვის - ეგ სითეთრე,
ყვავილისგან - მორცხვი ვნება,
არწივისგან - სიამაყე,
ალვის ხისგან კი შვენება.
და ვინც ისე მიეცემა
ცივ სამარეს დადუმებულს,
რომ ვერასდროს ვერ გამოთქვამს
ფიქრებს გულში დაგუბებულს
ვინც ვერასდროს ცხოვრებაში
შენს ალერსს ვერ ეღირსება,
ვერ გაიგებს - რაა ყოფნა,
ვერ გაიგებს - რაა შვება.
1914