ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

უკანასკნელ დღეს 

სად არ ვძებნიდით უკანასკნელ დღეს,
დღეს სიცოცხლესთან დათხოვებისას...
მაგრამ ბინდბუნდი ზეცას ფარავდა
და შავი ნისლი ბურავდა მიწას...

არსით არ სჩანდა ჩემი სიკვდილი,
მწუხარე იყო თვით ჩემი სული
და მას სწყუროდა თავდავიწყება
და არსად იყო ის დასასრული.

დღეს კი, როს შავი სახე სიკვდილის
შავბნელ უფსკრულში მიცდის და მიცდის,
მინდა ვიმღერო გამარჯვებისა,
მაგრამ მომწყინდა... არ ვიცი რისთვის.

რაც მოხდა, იგი ნისლს ეფარება,
ხსოვნა იდუმალ საზღვრებს შორდება,
არ განახლდება შავი დღის ძებნა
და სიცოცხლეც არ განმეორდება.

1914

??????