*** ხომ შეიძლება ექსკლიუზივი
ხომ შეიძლება მოიშალოს ეს დედამიწა
საკუთარი ზღვებისგან დაჟანგებული,
მზეზე რომ გამოკიდეს გასაშრობად,
დღემდე სველი როა,
დატრიალდეს ამაზე სწრაფად,
ბოძებს ჩაჭიდებულები
გვესროლოს სადღაც,
იმ გრავიტაციულ ველში,
სადაც სიკვდილს ვერ ახერხებენ.
გადაიაროს სარეველამ კონტინენტებზე,
გადაშალოს ყველა საზღვარი,
თუნდაც დავბრუნდეთ, ვერ ვიპოვოთ,
სახლი,
ქვეყანა...
განზომილება გახდეს სამშობლო.