ელუარი პოლ
გაზიარება

ჩვენ ორნი (მთარგმნელი: ლანა ღოღობერიძე) 

თუ შენი ხელი მიჭირავს ხელში
ყველგან სახლში მგონია თავი.
ნაზი ხის ჩრდილში თუ ღია ცის ქვეშ
ყველა ჭერქვეშ და ცეცხლის პირასაც
სულ უკაცრიელ ქუჩაში და თაკარა მზეზ
’ბრბოს მიუწვდომელ მღვრიე თვალებში
ბრძენთა გვერდით და გიჟთა გვერდითაც
სახლში ვართ სახლში ბავშვებთან და მოხუცებთანაც
და სიყვარულის საიდუმლო მხოლოდ ეს არის.
ჩვენ ვართ საბუთი უტყუარი
რომ შეყვარებულთ ყველგან სახლში ჰგონიათ თავი.

??????