ახალი მთვარე კახეთში
მთვარე ხორცით გაივსო.
მოსწყდა უნაზეს მუცელს,
აბრეშუმის საბუდარს
მთვარე ხორცით გაივსო.
ხსნიან რუმბებს მარნებში,
ყოჩი დაკლეს მყვირალი
მოზვერი საგაისო.
უბნებში გადადიან
ცეცხლები ყირამალა
მღერის ვაჟთა კრებული,
ყივჩაღურად თამაშობს
გოგი ჩამკვირვებული...
სოფელზე წამოვიდა
მთვარიანი მორევი,
გომბორს მთვარე დაადგა
გამოსული ლორივით...
იორის ნაპირებზე
ისევ ისმის „აისე!“
. . . . .
მთვარე ხორცით გაივსო.
1922