ჩვენ აღარ წავალთ სახეტიალოდ
ჩვენ აღარწავალთ სახეტიალოდ,
ასე გვიანიღამით,
თუმცა სავსეა გული ტრფიალით,
მთვარეც იღვრება ლამის.
რადგანაც ხმალი მალე ცვეთს ქარქაშს,
გრძნობა მკერდს ადნობს კრული,
გული ცოტა ხნით საგულეს ჩადგეს,
ტრფობამ მოითქვას სული.
შეყვარებულთა გამო ციალი
ღამემ წარსტაცა აისს,
ვარსკვლავთა შუქზე სახეტიალოდ
ჩვენ აღარწავალთ მაინც.