მარად ბრწყინავს სამშობლო
ლექსო, რაღა კარგი ხარ, ლექსო, შენც დამკარგვიხარ, გაოხრდი, გატიალდი, თუ სიტყვაში ჩაგიქრა სამშობლოს განთიადი! ― არა, შენი ჩუქურთმა ჰქსოვეს ქართლის შუქურთა, ფრთებს მისთვის მიაქანებ, მარად ბრწყინავს სამშობლო ― დიდ შვილთა მეაკვანე!
|