ლეონიძე გიორგი
გაზიარება

* * * "გაქრა, წარვიდა" 

გაქრა, წარვიდა,
უცბად განივლტო,
ყრმობის დღეები
სამარგალიტო,
ყვავილიანი,
სიმღერიანი, ―
სამაგალითო...
სამაგალითო.
ჰეი, ამინდო,
ეჰეი, ამინდო,
ნუთუ ჭაღარამ
მეც არ დამინდო?!

??????