დილა ნარგიზნარევი
დილა ნარგიზნარევი, ვენახი, ნიგვზნარები, და მზის ცვარის მწოვარი მხიარული მინდვრები ― ჩემი სამშობლო არი, ჩემი ნამემკვიდრები, ჩემი გულის მეგზური და ოცნების მანძილი... ჩემი სიტყვა ლექსური, არა მისი ნაწილი... სიტყვას რომ შუქს ვადენდი,― მისი შარავანდედის არი გამონაჭვირი...
|