ბულგაკოვი მიხაილ
გაზიარება

მფრინავი ჰოლანდიელი 

ავადმყოფის დღიური

 

5 ივლისი. ხველება დამეწყო. ვახველებ და ვახველებ. მთელი ღამე თეთრად გავათენე.

დაძინება მინდა, მე კი ვახველებ.

7 ივლისი.

მიღებაზე ჩავეწერე.

10 ივლისი. ჩაქუჩი დავიტრყი და ვთქვი ,,ჰმ!” რას ნიშნავს ესეს ,,ჰმ?”

11 ივლისი. რენტგენის სურათი გადამიღეს. ძალიან ლამაზია. სულ მთლიანად ბნელია, ხოლო ნეკნითეთრია.

20 ივლისი.

გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო, მე ტუბერკულოზი მჭირს. მშვიდობით, სამყაროვ!

30 ივლისი. კურორტზე გამგზავნეს, სანატორიუმ ,,ჯანსაღი სული”-ში. მივიღე 2000 ვერსტის მანძილზე გადასაყვანი მაგარი კლასის უფასო ბილეთი ლეიბითურთ.1 აგვისტო. ... და ბაღლინჯოთი. საჭმელს ძალიან ლამაზი იერი აქვს. ბაღლინჯოები დიდებული ტარაკნებით.

3 აგვისტო. ციმბირში ჩამოვედი. ძალიან ლამაზია. ცხენზე შემჯდარმა დაახლოებით 293 ვერსტი გავიარე. კუმისი.

6 აგვისტო. აი შენი კუმისიც! ამბობენ, რომ ეს შეცდომაა.

არავითარი ტუბერკულოზი არ გჭირთ. ისევ გამიკეთეს გადაღება. ჩემი თირკმელი დავინახე.

საშინელებაა.

8 აგვისტო. და ამიტომაც მე ახლა ვეწერები დონის როსტოვში. ძალიან ლამაზი ქალაქია.

კისლოვდსკში მივდივარ, განმაჯანსაღებელ ცენტრ ,,მზის ძღვენში.”

12 აგვისტო. კისლოვდსკი. არაფერი ამის მსგავსი. თირკმელი აქ არაფერ შუაშია. მეუბნებიან:

რა ეშმაკმა გამოგგზავნათ აქ?!

15 აგვისტო. მატარებელზე ვწერ, შესაძლოა მემკვიდრეობითი სიფილისისგან, და ყირიმში მივდივარ(ფარულად). ჩემზე ბრაზობენ, ნჯღრევის გამო.

ჭირსაც წაუღია ასეთი მკურნალობა!22 აგვისტო. იალტა, შესანიშნავი ქალაქი, ოღონდ ესმედიცინა რომ არა! იდუმალი მეცნიერება. აქ მე მუცლის ჭია მიპოვნეს და აპენდიციტი დახურულ ფორმაში. ლიპეცკში მივდივარ, ტამბოვსკის გუბერნიაში. მშვიდობით, შავი ზღვის წყლის სტიქიავ!

25 აგვისტო. ლიპეცკში ყველაფერი განსაცვიფრებელია. ექიმი ძალიან სიმპათიურია.

მუცლის ჭიის შესახებ ასე თქვა:

თვითონ არიან მუცლის ჭიები!

ფანჯარასთან მიმიყვანა, თვალებში ჩამხედა და განაცხადა:

- თქვენ გულის მანკი გაქვთ.

მე ისე შევეჩვიე, რომ მუცლის ჭიებით ვარ სავსე, არცკი შემშინებია. პირდაპირ ვეკითხები: სად წავიდე?

როგორც ჩანს, ბორჯომში.

სალამი კავკასიავ!

1 სექტემბერი. ბორჯომში ბარგის გახსნის ნებაც კია არ დამრთეს. ჩვენ, ამბობენ, რევმატიზმითდაავადებ ულებს არ ვღებულობთ.

აი, უკვე რევმატიზმიანიც გავხდი! ცოტა, ძალიან ცოტა ხნის სიცოცხლე დამრჩენია ამ ქვეყანაზე! მივემგზავრები ისევ სიბირს ...10 სექტემბერი. ... დიდებულო ზღვავ, წმინდაო ბაიკალო! თვალწარმტაცი ხედებია, მხოლოდ ეს არის, რომ საშინელი სიცივეა. სიბირის ექიმმაც მითხრა, რომ სისულელეა კურორტებზე სიარული, სულერთია მალე თოვლი მოვა.

თქვენ, მეუბნებიან, ეხლა უნდა გათბეთ. მეუბნება, მე თქვენ ყირიმში გაგიშვებთ ... ვეუბნები, რომ მე უკვე ვიყავი იქ. გმა დლობთ. ის მეუბნება, სად იყავით? მე ვპასუხობ: იალტაში. ის მეუბნება: მე, - ამბობს, - ალუპკაში გაგიშვებთ. კეთილი, იყოს ალუპკაში. ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც გადასაკარგავში იყოს. ვიყიდე ქურქი და წავედი.

25 სექტემბერი. ალუპკაში ყველაფერი დაკეტილია. მეუბნებიან: წაბრძანდით სახლში, სამაგიეროდ მიაწყდით აქეთ-იქით მთელს რესპუბლიკაში, როგორც მიუსაფარი.  მივაფურთხე ყველაფერს და და სახლში წავედი.

1 ოქტომბერი. აი უკვე სახლში ვარ.

სანამ ვმოგზაურობდი, ცოლმა შემაშინა. ექიმთან წავედი. ის მეუბნება: თქვენ, - მეუბნება, - სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ხართ, როგორც მინა. კი მაგრამ როგორ, ვეკითხები, აქეთ- იქით დამაჭენებდნენ? ის კი მპასუხობს: უბრალოდ შეცდომა! შეცდომა და მეტი არაფერი. ხვალ სამუშაოზე მივდივარ.

ავადმყოფი No 555. მიხაილი.1925

??????