მე ვინც მიყვარდა
მე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა.
საგულეს ის არ ჩადგება, სხვადასხვათ თანატოლობა, იმას რად გამოადგება მონადირისა ცოლობა.
ბევრი მოგიკლავს ტახები, - ყვირილი გახსოვს ირემის, ახლა მეც გაგეძრახები, შენ, ჩემო თოფო ყირიმის.
|