ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

სიბერე 

მე  მიღალატეს ძველმა  რითმებმა
(ძველ  მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),
თუმცა მე მასთან  მიყვარდა შებმა_
ეხლა რა ვუყო სპლინს,უხმო ჯალათს!
          
ეჰა,მე ვამბობ,სად  შემიძლია
ვებრძოლო ქალთა  წყევლას_სიბერეს?
ჭვიმები  წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან  შემკრთალ სურათის ფერებს.

??????